пятница, 8 марта 2013 г.

პროექტი-ჩემი სოფელი


პროექტის სახელწოდება:,, ჩემი  სოფელი"    
მთავარი  იდეა:ისწავლონ  საკუთარი  სოფლის  ისტორია.
პროექტის  აქტუალობა: დამოუკიდებელი  აზროვნება,კვლევა-ძიების, თანამშრომლობითი,სოციალური  უნარების  განვითარება.
პროექტის  მიზნები: მოიძიონ  ინფორმაცია  საკუთარი  სოფლის  შესახებ.  ეს ეხება სოფლის წარმოშობის ისტორიას, მოსახლეობას,გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას,კულტურულ მემკვიდრეობას,ღირსშესანიშნაობებს, მეურნეობას.
მონაწილეთა ასაკი:10წელი.
ვადების ხანგრძლივობა:1-დან 3-თვემდე.
მოსალოდნელი შედეგები: ინტერვიუები, სლაიდები, ფოტოები,ფოტოალბომი, სლაიდშოუ,ელექტრონული წიგნი.
წინარე ცოდნა:გარკვეული წარმოდგენა აქვთ თავიანთი სოფლის ისტორიის შესახებ.
რესურსები:ფოტოაპარატი, კალამი რვეული, მოძიებული მასალები.
მსვლელობა:მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებში,თითოეულ ჯგუფს მიეცემა თავისი დავალება,რომელზეც იმუშავებს გარკვეული დროის განმავლობაში.დრო და დრო ვატარებ ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგს.
1ჯგუფი:სოფლის უხუცესებისაგან მოისმენენ და ჩაიწერენ საინტერესო ინფორმაციას სოფლის დაარსების შესახებ.
2ჯგუფი:მოიძიებს მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას, ყურადღება გაამახვილონ ეთნიკურ მოსახლეობაზე.
3ჯგუფი: გამოიტანონ ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაცია სოფლის ადგილმდებარეობის შესახებ.
4ჯგუფი:მოიძიონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის შესახებ, რითი ცხოვრობს მოსახლეობა.|მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა/.
5ჯგუფი;სოფლის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციების მოძიება.
პროექტის პრეზენტაცია:ჩავატარო თემაზე ,,მე მიყვარს ჩემი სოფელი"ჯგუფის მიერ მოტანილ მასალებს შევაჯამებთ,დავახარისხებთ და ჩავატარებთ პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირი:ბუნება,ხელოვნება,ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი:ირინე ტერტერაშვილი